კითხვა: 2 კვირაა გადამიცდა. ციკლი არ მომსვლია. 3 ჯერ გავაკეთე ორსულობის ტესტი და პასუხი უარყოფითია. შეიძლება ორსულად ვიყო და არ აჩვენოს ტესტმა. ან რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:
მოგესალმებით,
დასაშვებია ტესტი შეცდეს, რადგან შესაძლოა ქორიონული გონადოტროპინი გამომუშავდა გვიან და ვერ მოასწრო იმ ნიშნულისთვის მიეღწია, რომ ტესტს დაეფიქსირებინა (შარდში ქორიონული გონადოტროპინის დაფიქსირება ტესტის საშუალებით შესაძლებელია მაშინ, როდესაც მაღალია მისი მაჩვენებლი სისხლში).
გირჩევთ, მიბრძანდეთ გინეკოლოგთან, ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა, რათა დადასტურდეს ან გამოირიცხოს ორსულობა, ასევე განისაზღვროს ქორიონული გონადოტროპინის ზუსტი დონე სისხლში.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფაგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფასო კონსულტაცია გინეკოლოგთან, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !