ვენების ვარიკოზი

კითხვა: გამარჯობა უკვე რამდენიმე თვეა მაწუხებს მარცხენა ფეხი მუხლის ქვემოთ, ხან წვა მაქვს ხან ყრუ ტკივილი განსაკუთრებით სიარულის დროს. გარედან არაფერი არ მეტყობა და მე ვფიქრობ, რომ ვენების ბრალია და ვის უნდა მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა გეთანხმებით , რომ შეიძლება საქმე ეხებოდეს ქვედა კიდურების ვენების უკმარისობას .
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ვარიკოზი ერთ-ერთი რგოლია იმ პათოლოგიური პროცესისა, რომელიც თანდათანობით პროგრესირებს. პაციენტები უჩივიან ტკივილს წვივების არეში, სიმძიმეს ქვედა კიდურებში, ქავილს, წვას, სიმხურვალის შეგრძნებას.
დაავადების პროგრესირებასთან ერთად ჩივილები უფრო და უფრო შემაწუხებელი ხდება. ვენების დაავადებები უპირველეს ყოვლისა თრომბოზის თვალსაზრისით გვაშინებს. ვენური თრომბოზი მაშინაც შეიძლება განვითარდეს, როცა ადამიანს არ აქვს ვენური სისტემის თვალში საცემი პათოლოგია, ხოლო დაზიანებულ ვენაში თრომბების ჩამოყალიბების ალბათობა, რასაკვირველია, გაცილებით დიდია.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციას, უშუალო ვიზიტისას სპეციალისტი შეაფასებს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და ამის შემდეგ შეარჩევს, ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, წინასწარ ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა