ოპერაციის შემდგომი გართულება

კითხვა: გამარჯობა,ექვსი თვის უკან მამას გაუკეთეს ოპერაცია ამოუღეს ნაღველი და ჩაუდგეს დრენაჟი.ექვსი თვეა დრენაჟიდან ისევ გადმოედინება და არ უჩერდება დრენაჟი ყოველ კვირაში უვარდება და ახალი ჩასადგმელია,მამა სამოცდაათი წლისაა და გადატანილი აქვს ინსულტი,გვეუბნებიან უნდა გაკეთდეს ოპერაცია მაგრამ შეიძლება ვერ გადაიტანოს ,მირჩიეთ როგორ მოვიქცეთ ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ქირურგიული ოპერაცია მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და ორგანიზმის ფუნქციათა კორექციის მიზნით პაციენტის ქსოვილებსა და ორგანოებზე კომპლექსური მოქმედებაა, რომელიც სხვადასხვა მეთოდით ქსოვილების განცალკევებითა და შეერთებით ხორციელდება.
მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს, გარდა მკვეთრად გამოხატული სამკურნალო ეფექტისა, ყოველთვის სდევს თან ნეგატიური მოვლენები, რადგან ქირურგიული განაკვეთი ორგანიზმისთვის სერიოზული ტრავმაა.
ოპერაციის თანამდევი გართულებანი სხვადასხვაა, კერძოდ შეიძლება ეს იყოს : სისხლდენა, დაჩირქება, ნაკერების გახსნა, ჭრილობის შეხორცების შეფერხება და კონკრეტული გართულებანი, რომლებიც მხოლოდ მოცემულ ოპერაციას ახასიათებს. საფრთხემ და გართულებებმა შესაძლოა თავი იჩინოს როგორც ოპერაციის მსვლელობისას, ისე ადრეულ და გვიან ოპერაციის შემდგომ პერიოდებში.
გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს და მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს, რადგან, სწორედ მას შეუძლია ობიექტურად შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, მოცემულ რეკომენდაციებში შეიტანოს ცვლილებები.
დაუკავშირდით, ან მიიყვანეთ პაციენტი მასთან კონსულტაციაზე, თხოვეთ დეტალური განმარტებები და შემდგომი მოქმედების გეგმები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა