ონკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს ონკოლოგიის მიერ დანიშნული პრეპარატი ჰიდრეა 500_ის ხანგრძლივი მიღება 2სტადიის ლეიკემიას თუ კურნავს.უკუჩვენებები მითხარით.hn43
პასუხი:

მოგესალმებით!
თქვენ მიერ აღნიშნული პრეპარატი "ჰიდრეა" არის სიმსივნეების საწინააღმდეგო პრეპარატი, ანტიმეტაბოლიტი. წარმოადგენს ორალურ ქიმიოთერაპიას, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს ხანმოკლე პერიოდით, ვიდრე დაიწყება თიროზინკინაზას ინჰიბიტორებით მკურნალობა/თერაპია. აღნიშნული პრეპარატი ამცირებს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობას.
ლეიკემიით დაავადებული პაციენტები სხვადასხვანაირად რეაგირებენ მკურნალობის სხვადასხვა საშუალებაზე, თუმცა არის ძირითადი მიზნები , რომელიც დადგენილი უნდა იყოს მკურნალი ექიმის მიერ, რაც ქიმიოთერაპიის მიმდინარეობისას აჩვენებს თუ როგორ მიმდინარებს მკურნალობა და რამდენად ეფექტურია. აღნიშნულ მიზნებად შესაძლოა მიჩნეული იყოს შედეგი მაჩვენებლები:
● სისხლის საერთო ანალიზის ნორმალიზება (ჰემატოლოგიური პასუხი) ;
● ლეიკოზური უჯრედების რაოდენობის შემცირება ან განადგურება, რაც განსაზღვრავს ფილადელფიური ქრომოსომის გაქრობას (სრული ციტოგენეტიკური პასუხი) და BCRABL გენის დონის მაჩვენებლის შემცირებას (სხვადასხვა ხარისხის მოლეკულური პასუხი);
გირჩევთ, მიჰყვეთ თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ონკოლოგთან კონსულტაციაზე, თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა