მოგესალმებით,
ზოგადად ასეთი სიმპტომები ახასიათებს კონიუნქტივიტს, რომელიც, თვალის შემაერთებელი გარსის – კონიუნქტივის ანთებაა.
კონიუნქტივიტის მიზეზის დადგენა შესაძლებელია გამონადენის ხასიათის მიხედვით.
ვირუსული ინფექციებისა და ალერგიის დროს გამონადენი უფრო წყლისებურია, ფაქტობრივად ცრემლდენაა.
კატარისთვის დამახასიათებელია ლორწოვანი გამონადენი, მსუბუქი ბაქტერიული და ქლამიდიური კონიუნქტივიტისთვის — ლორწოვან-ჩირქოვანი, კერატოკონიუნქტივიტის დროს თვალი მშრალია, ხოლო ბაქტერიული ინფექციის დროს გამონადენი სქელია და ჩირქოვანი.
ალერგიული კონიუნქტივიტის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია ქავილი, რაც სხვა კონიუნქტივიტების დროს ნაკლები ინტენსივობისაა ან საერთოდ არ შეინიშნება.
ასევე, შესაძლებელია თქვენი სიმპტომების გამომწვევი მიზეზი იყოს ე.წ. „მშრალი თვალის“ სინდრომი.
დისტანციურად ზუსტი მიზეზის განსაზღვრა რთულია, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ინსტრუმენტულად დაათვალიერებს თვალს და ფსკერს, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა.თუ შეგიძლიათ რომ დამაკვალიანოთ და მირჩიოთ რამე.ეს ერთი კვირაა მარჯვენა თვალზე ჯერ სიწითლე მქონდა ორი დღე,ვიწვეთებდი თვალის წვეთს tobrex და ახლა სიწითლემ გამიარა და მხედველობა მიჭირს.ბინდი მაქვს თითქოს გადაკრული და რაღაც ვეღარც ვხედავ კარგად.მიჭრიალებს მარჯვენა თვალი და რაღაც წერტილებად შავადაც მაქ.ზღვაზე დავდიოდი და მზეს ვაბრალი ვითომ მაგრამ ამდენიხანი რატო არ მივლის.
პასუხი: