მოგესალმებით! ნანემსარი უბნის გამაგრებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი ინფილტრატის განვითარებაა . ამ უკანასკნელს ერთსა და იმავე უბანში გაკეთებული ინიექციები, ასეპტიკის წესების დაუცველობა და სხვა მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ნანემსარ ადგილზე აბსცესის ჩამოყალიბების მიზეზი ქსოვილთა დაინფიცირებაა. აბსცესი შემოფარგლული ჩირქოვანი ანთებაა. ის ინფილტრატთან შედარებით უფრო რთულად მიმდინარეობს და ზოგჯერ ქირურგიული ჩარევით მთავრდება. თუ სიმაგრე ძალიან მტკივნეულია, შეწითლებულია, შესიებულია, გაცხელებულია, გვიფეთქავს, მომატებულია მთლიანი სხეულის ტემპერატურა და მდგომარეობა გაუარესებულია გირჩევთ, მიმართოთ ქირურგს, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მედიკამენტური მკურნალობა გესაჭიროებათ, თუ ქირურგიული ჩარევა. გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში, ექიმ–ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ რითი შეიძლება ვუშველო ნანემსარები გამიმაგრდა უკვე ორ კვირაზე მეტია რაც მაწუხებს რა აგარ გავაკეტე მაგრამ იარესობისკენ მიდის სიარულში და ნორმალურად დაჯდომაში მიშლის მაქვს სიცხეები საშინელი ტკივილები გამაგრებული და შესიებული იქნებ დამეხმაროთ
პასუხი: