კალციუმის დეფიციტი

კითხვა: მაწუხებს ტკივილი მარჯვენა სახსრის მიდამოში,ტკივილი გადაინაცვლებს დაბლა ფეხზე,თან ამავე მარჯვრნა ფეხზე სისტემატიურად თითქოს დადის ჭიანჭველები,ხშირად მეკრუნჩხება ხელის საჩვენებელი თითი და ფეხის ცერა თითი,ვიკეთებ ანთების ნემსებს.ნემსების კეთებამდე ორივე სახსრის მიდამო მტკიოდა და ახლა მხოლოდ მარჯვენაში დამრჩა.
პასუხი:

მოგესალმებით,

მოგახსენებთ, რომ  ე.წ. „კრუნჩხვა“ , ჰიპერკინეზის ერთ-ერთი ფორმაა. მას ხშირად ახლავს თან მტკივნეული შეგრძნებები, რომლებიც ზღუდავს დაზიანებული კუნთის შრომისუნარიანობას. კრუნჩხვა უმეტესად აღმოცენდება წვივის, ბარძაყის, ტერფის, ზურგის, კისრისა და დუნდულა კუნთებში, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზია კალციუმის დეფიციტი.

იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით რა ასაკის ბრძანდებით და ხართ თუ არა პრემენსტრალურ პერიოდში, ზუსტი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.

შესაძლებელია თქვენი სახსრებისა და ძვლების პრობლემები, უკავშირდებოდეს ოსტეოპოროზს ( ძვლოვანი მასის შემცირება ).

აქედან გამომდინარე, პირველ  გესაჭიროებათ  ენდოკრინოლოგი, რომელიც დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაში.

კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ენდოკრინოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა