მოგესალმებით!
ცხოვრების თანამედროვე სტილმა, მრავალი დაავადების წარმოშობა თუ გახშირება გამოიწვია. ერთ-ერთი მათგანია ყაბზობა (შეკრულობა), რომელსაც ცივილიზაციის თანმხლებ დაავადებადაც მოიხსენიებენ. ყაბზობა ანუ შეკრულობა არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა. ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას ნაწლავთა მოქმედება, დეფეკაცია, დღე-ღამეში ერთხელ აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. ჩვეულებრივ, შეკრულობად მიიჩნევა ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით. ამრიგად, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია. პროფილაქტიკისთვის - საზოგადოდაც მეტად მნიშვნელოვანია კვება, მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები.
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირების ჭარბი დაგროვება, რაც მათი დიდი ოდენობით წარმოქმნის ან გამოყოფის დარღვევის შედეგია, შინაგან ორგანოთა დაავადებების ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომი გახლავთ. პაციენტები, რომელთაც საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვთ დაავადებული,ხშირად უჩივიან მეტეორიზმს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეპიზოდური მეტეორიზმი ჯანმრთელ პირებსაც ხშირად აღენიშნებათ. .მეტეორიზმის მიზეზი მრავალფეროვანია. აღსანიშნავია კვების თავისებურებები, საჭმლის მონელების პროცესების დარღვევა, ნაწლავში მექანიკური დაბრკოლების არსებობა, ნაწლავთა მოტორული აქტივობის დაქვეითება, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ფსიქიკური ფაქტორების ზემოქმედება.
გირჩევთ, დამოუკიდებლად ნუ დაინიშნავთ პრეპარატებს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და შემდგომ დაგეგმავს მკურნალობის ტაქტიკას.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ექიმ-გასტროენტეროლოგ ქალბატონ ეკა ზალიკიანს ნომერზე 555 189 754.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით, მაქვს შეკრულობა და შებერილობა(2 წელია მაქვს ეს პრობლემა,ვსვავ სენადექსინს ) რა კვლევა უნდა ჩავიტარო კუჩ-ნაწლავის ტომოგრაფია თუ კოლონოსკოპიური კვლევა? ან რაიმე დიეტა ხომ არ უნდა დავიცვა რას მირჩევთ როგორ მოვიქცე? იქნებ კარგი ნაწლავების ექიმიც მომწეროთ ვისთან მივიდე
პასუხი: