მოგესალმებით , მეტეორიზმი საკვების მონელების დარღვევის გამო ნაწლავებში აირების დაგროვებაა. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს შებერილობა და მუცლის მოვლითი ტკივილი. აირებით სავსე ნაწლავი ქმნის გადავსებული კუჭის შეგრძნებას, იწვევს ჭვალს.მეტეორიზმი ჯანმრთელ ადამიანებსაც აწუხებთ, თუმცა უმეტესად ის მაინც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიმე დაავადების გამოხატულებაა. ნაწლავებში აირები შეიძლება დაგროვდეს ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა:
ქრონიკული პანკრეატიტი –ორგანიზმს არ ჰყოფნის კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ფერმენტები და შებერილობა თავს იჩენს ნებისმიერი ტიპისა და შემადგენლობის საკვების მიღების შემდეგ; გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი - დარღვეულია ანატომიურად ჯანსაღი ნაწლავის მამოძრავებელი ფუნქცია; ამ დროს შებერილობას თან ახლავს ტკივილი, დისბაქტერიოზი - ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქციის დაქვეითების ან სხვა მიზეზის გამო ირღვევა მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის ბალანსი და მავნე მიკროორგანიზმები იწყებენ აირების (უმეტესად - მეთანის, გოგირდწყალბადის, ამიაკის) გამომუშავებას; ამას მივყავართ შებერილობამდე, რომელსაც თან ახლავს მყრალი აირების გამოყოფა; ლაქტოზის აუტანლობა - ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ხშირად არ არის ფერმენტი, რომელიც რძისა და მისი პროდუქტების ათვისებას უწყობს ხელს; ნაწლავის გაუვალობა - აირების გამოყოფა შესაძლოა გაართულოს სიმსივნემ ან პოლიპმა, ეს კი მეტეორიზმს იწვევს.
მუცლის შებერილობას ხანმოკლე ტკივილი ახასიათებს. უსიამოვნო შეგრძნება აირების ნაწლავებში გავლისას წარმოიშობა. ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს მუცლის ღრუს ნებისმიერ წერტილში და ნაწლავებში გადაადგილების მიხედვით იცვალოს ადგილმდებარეობა. თუ ის დიდხანს და ინტენსიურად გაგრძელდა, ეს იმის სიგნალია, რომ მუცლის შებერილობით, რომელიმე სხვა დაავადებითაა გამოწვეული.
ამ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია მიმართოთ გასტროენტეროლოგს .
რაც შეწეხება მეორე პრობლემას : ანალურ ქავილს რამდენიმე მიზეზი აქვს.
1. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი სწორი ნაწლავის დაავადებაა. ჰემოროი, სწორი ნაწლავის გამოვარდნა ან ანალური ნაპრალი თავდაპირველად შესაძლოა არც ჩანდეს, მაგრამ მათი პირველი სიმპტომი, ანალური ქავილი, საკმაოდ დიდ უსიამოვნებას მოგაყენებთ.
2. ანალური ქავილის მეორე მიზეზია ჭიები. პატარა პარაზიტები მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევენ. ესენი უმეტესად მახვილა ჭიები არიან. საბედნიეროდ, მათგან თავის დაღწევა იოლია.
3. ყურადღება უნდა მიექცეს სასქესო ორგანოების ჯანმრთელობასაც. ამ ორგანოთა დაავადებები არცთუ იშვიათად იქცევა ანალური ნაპრალის მიდამოს ქავილის მიზეზად.
4. შეკრულობა მრავალ პრობლემას იწვევს. ერთი მათგანი ანალური ქავილია. თუ შეკრულობას უმკურნალებთ, ადვილად დაამარცხებთ ქავილს და სიმშვიდესაც დაიბრუნებთ.
5. სოკოვანი დაზიანება და არასათანადო პირადი ჰიგიენა ანალური მიდამოს გაღიზიანებას იწვევს. სხვათა შორის, გადაჭარბებულმა ჰიგიენამაც შეიძლება გავნოთ, ამასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება.
ანალური ქავილისგან თავის დასაღწევად, აუცილებლად უნდა მიმართოთ პროქტოლოგს. ქავილის მორჩენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მის მიზეზს დავადგენთ.
თუ გსურთ მოისმინოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტების მოსაზრება ,შეგიძლიათ მობრძანდეთ გასინჯვაზე .პროქტოლოგთან გვაქვს უფასო კონსულტაციის დღე ხუთშაბათი . აუცილებელია წინასწარი ჩაწერა ნომერზე-577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა.7 თვის წინ გავიკეთე აპენდიციტის ოპერაცია და ოპერაცის შემდეგ როგორც კი გამომეღვიძა საშინლად მტკიოდა ბოდიშით და ანალური ხვრელი.ოპერაციამდე არასოდეს მტკიებია.ექიმს ვუთხარი რათქმაუნდა მაშინვე და არაფერი არ არის არც კი შევხებივარო სწორ ნაწლავსო და გაივლის ცოტა ხანშიო.
გავიდა დრო და უკვე რამდენიმე თვეა ქავილის შეგრძნება მაქვს და ზოგჯერ ძალიან ძლიერდება ხოლმე და ასევე მუცელში მაქვს ყმუილის ხმა და სად რა მოძრაობს ყველაფერს ვიგებ(ზოგჯერ ისეთი ხმა არის ხოლმე და შეგრძნება ვითომ ერთი გაბერილი ადგილი უცებ დაიჩუტა და სხვაგან გავარდა) მუცელიც ხშირად მებერება.
ოპერაციის შემდეგ სიცხეები 37.2 მდე მაქვს ხოლმე დღის რაღაც ნაწილში და ცოტა სუსტადაც ვარ ხოლმე, მაგრამ გლანდებიც მაწუხებს საშინლად და მაგას ვაბრალებ.
გთხოვთ მითხრათ დაახლოებით რა მჭირს და საჭიროა თუ არა ექიმთან დაუყოვნებით ვიზიტი.
დიდი მადლობა
პასუხი: