მუხლის ტკივილი

კითხვა: გამარჯობა ვარ 16 წლის , მარცხენა ფეხი მტკივა მუხლთან , მიჭირს ფეხის სრულად გაშლა ძილის დროს , ასევე ხშირად ადგომა ,დაჯდომის დროსაც მტკენს , ტკივილი ენით აღუწერელია , ექიმს გავესინჯე მან კი ქირურგთან გამწერა ,სამწუხაროდ ფულის უქონლობის გამო ვერ მოახერხეს ჩემებმა ,ჩემი წაყვანა ქირურგთან , შეგიძლიათ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ ვუმკურნალო სახლის პირობებში ? ასევე გაცნობებთ რომ ელ ფოსტას აღარ ვხმარობ ,ახლა ჩემთან დაკავშირება მხოლოდ იმ ნომრითაა შესაძლებელი , რომელიც მივუთითე
პასუხი:

მოგესალმებით,

სავარაუდოდ, თქვენ გულისხმობთ კიდურის მუხლის სახსარში გაშლას.

დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა არის თქვენი ჩივილის ზუსტი გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა ეს იყოს:

● ტენდინიტი (ძვლისა და კუნთის დამაკავშირებელი მყესის ანთება);

● მიოზიტი ( კუნთების ქსოვილების ანთებითი პროცესი);

● ართრიტი (სახსრების ანთება) ;

● ჰემართროზი (სისხლჩაქცევა სახსარში ან სახსარსშიგა ღრუში);

● ან მხოლოდ დაჭიმვა, ან ღრძობა და ა.შ.

ასევე, შესაძლებელია საქმე ეხებოდეს რევმატოიდულ ართრიტს, რომელსაც ახასიათებს სახსრების ტკივილი და შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა, რევმატოიდული ართრიტის დროს პროცესში შეიძლება ნებისმიერი სახსარი იყოს ჩართული.

მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

მიმოწერის რეჟიმში რეკომენდაციას ვერ მოგცემთ, რადგან პირველ რიგში ეს არაპროფესიულია ჩვენი მხრიდან და რაც მთავარია, დიაგნოზიც არ ვიცით.

ამიტომ, რაკი ტრავმატოლოგთან უკვე ბრძანდებოდით და ქირურგთან გადაგამისამართათ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა