მტკივნეული ნაწიბური

კითხვა: 4თვის უკან საკეისრო კვეთა გავიკეთე მაგრამ დღემდე მტკივა ნაკერები და ჩიპის ქვევით კანზე მგრძნობელობა ჯერ არ აღმდგარა.პერიოდულად ყრუ ტკივილი მაქვს.ეგ ნორმაა თუ არაა ეგ დრო საკმარისია რეაბილიტაციისთვის.მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით!
ორგანიზმი თვეობით ემზადება მშობიარობისთვის, შემდეგ კი დრო სჭირდება, რათა კვლავ მწყობრში ჩადგეს. ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევაში სარეაბილიტაციო პერიოდი უფრო ხანმოკლეა, ვიდრე საკეისრო კვეთისას.
საკეისრო კვეთის შემდეგ მძაფრი ტკივილი ორი დღის მანძილზე გრძელდება, მერე კი თანდათანობით იკლებს.
დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა შეუძლებელია, სავარაუდოდ საქმე ეხება საკეისრო კვეთის შემდგომ ნაწიბურთან დაკავშირებულ პრობლემას , სწორედ თქვენს მიერ აღნიშნული სიმპტომი ახლავს თან საკეისრო კვეთის შემდგომ პერიოდს.
რეკომენდირებულია ნაკლები სიმძიმის აწევა, დაუშვებელია გადაღლა, დატვირთვა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ზოგად ქირურგთან უფასო ვიზიტზე, კლინიკური თვალსაზრისით ჩასატარებელია გამოკვლევები, რათა გამოირიცხოს პათოლოგიური უბანი.
ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი.
წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე – 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა