მოგესალმებით,
დიახ, შესაძლებელია ჩატარდეს კუჭ–ნაწლავის სისტემის კვლევა, როგორც კომპიუტერული ტომოგრაფიით, ისე მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით.
ასევე, ერთ-ერთი ინფორმაციული გამოკვლევაა რენტგენოსკოპია.
თუმცა, თუ რაიმე დიდ წარმონაქმნთან ან პათოლოგიასთან არ გვაქვს საქმე, მაშინ აღნიშნული კვლევები კუჭ–ნაწლავთა სისტემის კვლევისათვის არ არის ინფორმატიული.
გამოსაკვლევად გამოიყენება გასტროსკოპი, რომელიც წარმოადგენს მოქნილ, დრეკად მილს, რომლის შიგნითაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემაა. გასტროსკოპიას იყენებენ საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსების კვლევისთვის ამ ორგანოებიდან სისხლდენაზე ან მათში სიმსივნის არსებობაზე ეჭვის დროს, კუჭის და/ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ეზოფაგიტის, გასტრიტისა და სხვა დაავადებების დროს.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრული გასტროსკოპიული კვლევა, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !