მოგესალმებით,
კისტა (იგივე ცისტა) არის სითხით სავსე წარმონაქმნი, ის უმრავლეს შემთხვევაში კეთილთვისებიანია. კისტა შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა ორგანოში, მათგან ერთ-ერთი სარძევე ჯირკვლებია. ძუძუში კისტების წარმოშობა დაკავშირებულია მრავალ ფაქტორთან, რომელთაგან უმთავრესია ქალის ჰორმონული ფონის ცვლილებები, გინეკოლოგიური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, ძუძუთი კვების პრობლემები.
სარძევე ჯირკვლის კისტა არ საჭიროებს მკურნალობას თუ იგი არ არის დიდი, მტკივნეული ან ქმნის დისკომფორტს.
კისტების გაჩენის მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ესტროგენის მომატებული კონცენტრაცია ასტიმულირებს ჯირკვალს და თამაშობს გარკვეულ როლს კისტების წარმოქმნაში.
ძუძუს კისტა უმთავრესად კვანძოვანი ან დიფუზური მასტოპათიის ფონზე ვითარდება. შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი. დიაგნოსტირება უმეტესად ულტრაბგერითი გამოკვლევითა და ასპირაციული ბიოფსიით ხდება.
რაც შეეხება "სხვადასხვა ფერის ნალექებს", დასაზუსტებელია, მხოლოდ მკერდის არეში აღგენიშნებათ ლაქები თუ მთელს ტანზე.
რადგან, შესაძლოა საქმე ეხებოდეს დერმატოლოგიურ პათოლოგიას, ნაირფერ პიტირიაზს.
ნებისმიერ შემთხვევაში, სასურველია განმეორებით განახორციელოთ ვიზიტი მამოლოგთან, რათა შეფასდეს კვანძის მდგომარება, ხომ არ შეინიშნება ზომაში ზრდა და ა.შ.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ მამოლოგიურ სკრინინგზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-
ასევე, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ სამშაბათსა და შაბათს, სადაც დაგხვდებათ თბილი გარემო, ჩვენი გინეკოლოგები კი, დაგეხმარებიან ორსულობის დაგეგმარებასა და მართვაში.
უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !