მოგესალმებით! მოგახსენებთ, რომ თავის ტვინი მოგრძო ტვინის მეშვეობით(აქ მდებარეობს ვაროლის ხიდი) უკავშირდება ზურგის ტვინს და მათი ერთობლივი მოქმედებით ჩვენ ვასრულებთ ნებისმიერი სახის მოძრაობას. ამ ყველაფერს აინერვირებენ ნეირონები , რომელთა მორჩებიც დაფარულია თეთრი, ცხიმისებური გარსით . ეს არის მიელინის გარსი. დემიელინიზაცია --ნიშნავს ამ გარსის განლევას გარკვეული ხარისხით. ეს თქვენს შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვია მკაცრმა დიეტამ , სათანადო დონემდე ვერ შესრულდა იმპულსების გადაცემა და დაკარგეთ გონება, თუ ეს პროცესი გაგრძელდა და არ იმკურნალებთ და არ იკვებებით სათანადოდ (ბალანსირებულად) --საშიში იქნება ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა ,მკაცრი დიეტები იწვევს კალიუმის და კალციუმის (მინერალების) დონის შემცირებას , რაც აუცილებელია როგორც გულის და სისხლძარღვების საკვებად , ასევე ტვინის ქსოვილის საკვებად. ესეც იწვევს გონების დაკარგვას. ჩვენი რჩევა იქნება ,გაიაროთ კონსულტაციები ნევროლოგთან, დიეტოლოგ --ენდოკრინოლოგთან . ამ სახის მომსახურების მიღება შეგიძლიათ ჩვენს კლინიკაში. კვირის გარკვეულ დღეებში გვაქვს უფასო კონსულტაციები სპეციალისტებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით 577 119 119 ან 202 25 25 . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას. !
კითხვა: გამარჯობათ, 1 წლის უკან დამიდგინდა თავის ტვინის მრ.ტომოგრაფიით სუსტად დიფერენცირებადი დენიელიზაციის კერა ვაროლის ხიდში 1 სმ_ დე მაინტერესებს რას იწვევს ეს ? რამდენად საშიშია და რა უნდა აღმენიშნებოდეს? გონება დავკარგე და ამის გამო გადავიგე მრ. ტომოგრაფია და აღმოვაჩინე ეს თუმა როდესაც გული წამივიდა ვიყავი ეგრეთწოდებულ მკაცრ დიეტაზე თითქმის ვშიმშილობდი თუმცა დედაჩემის დაჟინებული თხოვნით გადავიგე და აღმოვაჩინე ეს გმადლობთ
პასუხი: