მოგესალმებით,
მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც საშვილოსნოს გლუვკუნთოვანი ქსოვილიდან ვითარდება. მას მკვრივი, კვანძოვანი შესახედაობა აქვს და ავთვისებიანი სიმსივნისგან განსხვავებით, გარშემომყოფი ქსოვილებისგან გამოყოფილია.
მიომური კვანძების წარმოშობის მექანიზმი ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის. ხელშემწყობი ფაქტორებიდან კი აღსანიშნავია: ორგანიზმში პროგესტერონის დეფიციტი და ესტროგენული ჰორმონების სიჭარბე.
რაც შეეხება მკერდში წვის შეგრძნებას, მიომასთან მისი ერთადერთი კავშირი შესაძლოა იყოს რეპროდუქციული ჰორმონები.
სხვა შემთხვევაში ჩივილებს შესაძლოა იწვევდეს: პრემენსტრუალური დღეები, მიომის სამკურნალოდ დანიშნული ჰორმონოთერაპია, სარძევე ჯირკვლის პათოლოგიები.
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. დააკვირდით, თუ მენსტრუალური ციკლის შემდეგაც არ გაქრა ჩივილები, აუცილებელია მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ მამოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31451/mamologis-konsultacia-da-2D-mamografia-44-larad-
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/38
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !