მოგესალმებით,
ზოგადად მიდრიაზი ( გაფართოვება) ეს არის თვალის გუგის რეაქცია სინათლის ინტენსივობის ცვლილებისას.
შესაძლოა, გამოწვეული იყოს ატროპინის ჯგუფის პრეპარატებით.
ასევე, გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი, რადგან შესაძლოა საქმე გვქონდეს გლაუკომასთან ( გამოწვეულა შიდა თვალის წნევით, აზიანებს ოპტიკურ ნერვს და შესაძლოა მხედველობის დაქვეითებისა და მისი სრულად დაკარგვის მიზეზი გახდეს) .
დასაზუსტებელია, ხომ არ გაქვთ გამოხატული სხვა ჩივილებიც.
პრევენციის მიზნით აუცილებელია, რომ მიმართოთ ოფთალმოლოგს, რომელიც შესაბამისი აპარატურული კვლევებით დაადასტურებს ან გამორიხავს ოფთალმოლოგიურ პრობლემებს.
უმჯობესია, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს და ჩააყენოთ საქმის კურსში.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/47
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !