მოგესალმებით,
ქალების უმრავლესობას მენსტრუალური პერიოდები აქვთ დაახლოებით 28 დღეში ერთხელ, მაგრამ ეს ციკლი ხშირად უფრო ხანმოკლეა, ან უფრო ხანგრძლივიც და მერყეობს 24-დან 35 დღემდე. ზოგიერთ ქალს ყოველთვის არ აქვს რეგულარული მენსტრუალური ციკლი და მათი მენსტრუალური პერიოდები შეიძლება ხანმოკლე ან ხანგრძლივი იყოს და ეს ხანგრძლივობა შეიძლება მუდმივად იცვლებოდეს. მენსტრუალური პერიოდების ცვლილება მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ძირითადი მიზეზებია:
- ორსულობა;
- სტრესი;
- წონის უეცარი დაკლება;
- ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე;
- ზედმეტი ვარჯიში;
- კონტრაცეფციული აბების მიღება;
- მენოპაუზის ასაკის მიღწევა;
- პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი და ა.შ.
ზოგჯერ მენსტრუალური ციკლი ასევე შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი სამედიცინო მდგომარეობების შედეგად, როგორებიცაა:
- გულის დაავადებები;
- არაკონტროლირებადი დიაბეტი;
- ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი;
- საკვერცხის ნაადრევი განლევა.
თქვენ შემთხვევაში უმჯობესია, მიმართოთ გინეკოლოგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს ან საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ მკურნალობას.
ასევე შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის აქცია, სრული გინეკოლოგიური გამოკვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad
დიაგნოსტირდება მენსტრუალური დარღვევის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!