მოგესალმებით,
ქალების უმრავლესობას მენსტრუალური პერიოდები აქვთ დაახლოებით 28 დღეში ერთხელ, მაგრამ ეს ციკლი ხშირად უფრო ხანმოკლეა, ან უფრო ხანგრძლივიც და მერყეობს 24-დან 35 დღემდე. ზოგიერთ ქალს ყოველთვის არ აქვს რეგულარული მენსტრუალური ციკლი და მათი მენსტრუალური პერიოდები შეიძლება ხანმოკლე ან ხანგრძლივი იყოს და ეს ხანგრძლივობა შეიძლება მუდმივად იცვლებოდეს.
მენსტრუალური პერიოდების ცვლილება მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ძირითადი მიზეზებია:
●სტრესი;
● წონის უეცარი დაკლება;
● ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე;
● ზედმეტი ვარჯიში;
● მენოპაუზის ასაკის მიღწევა;
● პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი.
ზოგჯერ მენსტრუალური ციკლის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს: გულის დაავადებებმა, არაკონტროლირებადმა დიაბეტმა, ფარისებრი ჯირკვალის პათოლოგიებმა და ა.შ.
როგორც მოგვითხრობთ იღებთ კონტრაცეფტივებს. მოგახსენებთ, რომ დიახ, კონტრაცეფციული აბების მიღება შესაძლებელია ჩაითვალოს ციკლის ცვლილების გამომწვევ ფაქტორად.
უმჯობესია მიმართოთ გინეკოლოგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს და დაგინიშნავთ მკურნალობას, ასევე სასურველია პრევენციის მიზნით, ვიზიტი განახორციელოთ ენდოკრინოლოგთანაც.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ აქცია, სრულ გინეკოლოგიურ კვლევაზე. ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე :
https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური, გვყავს ყველა ექიმი, მათ შორის ენდოკრინოლოგიც, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ, სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტების განხორციელება.
გვაქვს ენდოკრინოლოგიური აქციაც, ვრცლად სანახავად მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა. ვარ 6 თვის ნამშობიარები საკეისრო კვეთით, მყავს ტყუპები. მწვავე პრეკლამსიის გამო გამიკეთდა ნაადრევი საკეისრო 34 კვირაზე. მისმერე ციკლი ამერია. თვეში ორჯერ მომდის და ეხოს სანამ გადავიღებ შეგიძლიათ ზოგადად მითხრათ რისი ბრალი იქნება. თავს ვიცავ კონტრაცეფტივით, შესაძლებელია მან გამოიწვიოს? მადლობა წინასწარ.
პასუხი: