მოგესალმებით,
ზოგადად, მენისკის დაზიანება კლასიფიცირება ხდება სხვადასხვა კრიტერიუმით. ( ნაწილობრივი, კომპლექსური, დეგენერაციული და ა.შ.) .
იმის გათვალისწინებით, რომ მენისკი მუხლის სახსრის გვერდითა იოგს უკავშირდება, ამიტომ მის ტრავმას ხშირად იოგის დაზიანებაც ახლავს თან.
მკურნალობა ოპერაციულია და მენისკის ამოკვეთას გულისხმობს. თაბაშირის ლონგეტის მოხსნის შემდეგ ტარდება სამკურნალო ფიზკულტურა, ბარძაყის მასაჟი, ფიზიოთერაპია. შრომის უნარი აღდგება 1-1,5 თვის შემდეგ.
ჩვენს კლინიკაში ტარდება ქირურგიული მკურნალობა, თუმცა სრული ინფორმაციისათვის უმჯობესია, მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე. არის რიგი ფაქტორები რაზეც ამომწურავი პასუხის გაცემა მხოლოდ სპეციალისტის პრეროგატივაა.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!