მეიბომიტი

კითხვა: რა იწვევს მეიბომიტს (თვალის შიდა ქუთუთოზე გამჭვირვალე კისტური წარმონაქმნი) და შესაძლებელია თუ არა მისგან სრული განკურნება?
პასუხი:

მოგესალმებით,
მეიბომიტს, იგივე დემოდეკოზს იწვევს 0,2-0,5 მმ ზომის პარაზიტი დემოდექსი, რომელიც ქუთუთოს წამწამოვან კიდეში, ცხიმის ჯირკვლებთან დაკავშირებულ თმის ფოლიკულებში ბინადრობს.
ზრდასრული, ჯანმრთელი მოსახლეობის 97% ამ პარაზიტის მატარებელია.
პარაზიტი წამწამის ფოლიკულებში აღწევს და თანდათან აზიანებს მათ. დაავადების საწყის ეტაპზე სიმპტომები უმნიშვნელო და ასატანია.
პაციენტი უჩივის ქუთუთოების მუდმივ, ზოგჯერ აუტანელ ქავილს, განსაკუთრებით - დილაობით, რადგან ღამით პარაზიტი შედარებით აქტიურია. მოსალოდნელია თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, წვა და დისკომფორტი, უმნიშვნელო, მოთეთრო ფერის წებოვანი გამონადენი.
მკურნალობის პერიოდში იკრძალება:
● კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება;
● ტკბილეულის, ალკოჰოლის, ძლიერ ცხარე და ცხელი საკვების, ალერგიული პროდუქტების ჭარბი მიღება;
● მზეზე დიდხანს ყოფნა;
● გაძლიერებული მხედველობითი დატვირთვა, მაგალითად, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა.
მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს, თუკი არ დაიცავთ პირადი ჰიგიენის წესებს. საზოგადოდ, დემოდეკოზი გადამდებია. შეიძლება, არამცთუ სხვა ადამიანი, არამედ საკუთარი თავიც კი დააინფიციროთ ხელმეორედ.
სასურველია ჩაიტაროთ ბაქტერიოლოგიური ანალიზი დემოდეკოზზე ( კეთდება წამწამით ) და შემდეგ დაგენიშნებათ მკურნალობა ,რომელიც ,ცხადია ,შეიძლება იყოს წარმატებული .
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა