მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია

კითხვა: გამარჯობა შეკითხვა მაქვს ჰეპატოლოგტან მაქ ბ ჰეპატიტი უნდა გავიკეთო მცირე მენჯის მრტ ჰეპატიტი მიძიმებულია დახომ არ იმოქმედებს მასზე დასხივება
პასუხი:

მოგესალმებით, ეს კვლევა ემყარება ფიზიკურ მოვლენას – ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსს, მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფიისგან განსხვავებით, რომელიც ეფუძნება რენტგენის სხივის უნარს, სხვადასხვა სიმკვრივის ქსოვილში სხვადასხვანაირად გააღწიოს.

ყველა ცოცხალ ორგანიზმში არის წყალბადის პროტონები, რომელთაც საკუთარი მაგნიტური ველი აქვთ. ძლიერი გარეგანი მაგნიტური ველის ზემოქმედებით ეს პროტონები ენერგიას გამოასხივებენ. სწორედ ამ ენერგიის აღრიცხვა ხდება მაგნიტურ-რეზონანსურ ტომოგრაფზე. ეს ნიშნავს, რომ კვლევის დროს ორგანიზმი დასხივებას არ განიცდის. შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის საზიანო ზემოქმედება მრტ-ს არ ახასიათებს. ეს მისი საკმაოდ დიდი უპირატესობაა სხვა მაღალტექნოლოგიურ მეთოდებთან შედარებით. შესაბამისად, რაიმე სახის უკუჩვენება ან დასხივება კვლევას არ აქვს. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და ჩაიტაროთ უახლესი აპარატურით მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია. წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა