ჰემიკრანია, კისრის ტკივილი

კითხვა: გამარჯობა. დიდი ხანია მაწუხებს შაკიკი. რამდენიმე წლის უკან მოვხვდი ავარიაში და მტკივს კისერი თკივილები იწყება ღამე და ამას ემატება შაკიკიც. ძალიან ძლიერი ტკივილები მაქვს. ერთი წელია რაც მიბუჟდება ხელები და სახე ვხდები ცუდათ. რა უნდა გადავიღო ჯერ რომ კისრის თუ ტომოგრაფია თავის?
პასუხი:

მოგესალმებით,

შაკიკი ანუ ჰემიკრანია გავრცელებული, ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც ძლიერი, მოულოდნელად აღმოცენებული შეტევითი და განმეორებითი ხასიათის თავის ტკივილი ახასიათებს. ძლიერი ტკივილი შეიძლება 4-დან 72 საათამდე გაგრძელდეს.

შაკიკის დროს ადგილი აქვს თავის ტვინში სისხლძარღვოვან არასტაბილურობას. შეტევისას სისხლძარღვები თავდაპირველად ვიწროვდება, შემდეგ კი მკვეთრად ფართოვდება.

რაც შეეხება კისრის ტკივილს,  როგორც მოგვითხრობთ გამოწვეულია ავარიიდან.

შესაძლებელია, თავის ტკივილი გამომდინარეობდეს კისრის მალების პათოლოგიურობიდან, ასევე ხელებისა და სახის არის დაბუჟება, ვფიქრობთ კისრის ტრავმით  არის გამოწვეული, რაც  დაკავშირებულია კიბისებრი კუნთების ქრონიკულ გადატვირთულობასთან. კისრის წინა ჯგუფის კუნთების ჰიპერტონუსის ასეთი მდგომარეობა იწვევს კისრის ნერვული წნულის კომპრესიას და ვლინდება პარასთეზიებით ხელსა და ხელის მტევნის თითებში.

ზოგადად, ხერხემლის კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია,  რომელზეც კლინიკის აქციის ფარგლებში გვაქვს უპრეცედენტო ფასდაკლება, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა