ლიმფური კვანძი

კითხვა: მოგესალმებით, სამი წლის წინ სახეზე მარჯვნივ ყურის წინ აღმოვაჩინე პატარა გამაგრება, რომელიც არ მოძრაობს როგორც ცხიმგროვა, გავიკეთე ულტრასონოგრაფია, დასკვნაში მიწერია რომ არის 8 მმ ზომის დაქვეითებული ექოგენობის წარმონაქმნი, სავარაუდოდ ლიმფური კვანძი. ვის მივმართო რომ გავარკვიო ეს რა არის და როგორ მოვიქცე, ამ მხარეს ყურში ბოლო ერთი წელია მაქვს ფეთქვის მსგავსი ხმაური და მაქვს ასევ მგრძნობელობა მაგალითად სიცილის დროს. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ლიმფური კვანძი ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენს, ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ლიმფური კვანძები ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს. ლიმფური კვანძის გადიდება მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია. ეს პათოლოგიური პროცესი უმეტესად ინფექციური ხასიათისაა, ზოგჯერ კი სიმსივნური.
თუმცა, ლიმფური კვანძის გადიდება ყოველთვის სიმსივნურ დაავადებას არ ნიშნავს.
თქვენს შემთხვევაში, სასურველია პირველ რიგში კონსულტაცია გაიაროთ ინფექციონისტთან, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს ან საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა