მოგესალმებით,
გარემოსთან ადაპტაციასა და ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში, გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის სპეციფიური იმუნური რეაქციები, რომლებიც უპირველესად იმუნურ სისტემასთან არის დაკავშირებული. იმუნური სისტემა ორგანიზმს აუტოიმუნური და ავთვისებიანი დაავადებებისგანაც იცავს.
ლიმფოპოეზი, ნაყოფის ლიმფური სისტემის ჩამოყალიბება, ჩასახვის პირველსავე კვირებში იწყება.
მთავარი როლი ლიმფური ჯირკვლების გადიდების მიზეზის დადგენისას ენიჭება პედიატრს, რადგანაც, ბავშვებში ეს უმთავრესად დაკავშირებულია ინფექციურ პროცესებთან. აუცილებელია კლინიკური სურათის ზუსტი შეფასება:
ჩივილები (ადგილობრივად მტკივნეულია თუ არა ჯირკვლები, ადგილობრივად ან ზოგადად ტემპერატურის მომატება, სხვა ჩივილების არსებობა). ანამნეზი (ეპიდანამნეზი - გადატანილი ინფექციური დაავადებები, კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან, რამდენი ხნის წინ გამოვლინდა ჯირკვლის გადიდება.
ზუსტი ადგილმდებარეობა - ცალმხრივია თუ ორმხრივი და ა.შ.).
უშუალო გასინჯვა - ზომები, კონსისტენცია (ელასტიური, მკვრივი, ფლუქტუაცია), შერწყმულია თუ არა ერთმანეთთან და ა.შ.
ინსტრუმენტული გამოკვლევა - ძირითადად ეს არის არაინვაზიური ვიზუალიზება უფრო ღრმად მდებარე ლიმფური ჯირკვლების გამოსაკვლევად (ულტრაბგერითი გამოკვლევით), ასევე სისხლის საერთო ანალიზი.
როდესაც საქმე ბავშვის დაავადებებს ეხება , პირველ რიგში, ყოველთვის პედიატრმა უნდა გასინჯოს .შემდეგ , მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს ,არის თუ არა საჭირო რომელიმე ვიწრო სპეციალისტის ჩართვა.
გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ, ამ ეტაპზე სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, ორი წლის ბავშვს კეფაზე და ოდნავ ქვემოთ კისერთან bf44შევამჩნიე პატარ პატარა ჯირკვლები, გარედან არ ეტყობა და ხელს რომ გადაუსვამ თითქოს მცირე ზომის შარიკებივით აქვს რამოდენიმე. სისხლის საერთო ანალიზში არაფერია ცვლილება.გთხოვთ მითხრათ რომელ სპეციალისტს მივმართო და რა შეიძლება იყოს ?
პასუხი: