ლეიკოპენია

კითხვა: გამარჯობა, გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საშიშია ლეიკოპენია თუ ლეოკოციტები არის 3.38, ნეოტროფილი (ნეუტ#) 1.86 და გლუტამილტრანსფერაზა - 60. დანარჩენი ანალიზები, როგორც საერთო ასევე ბიოქიმიური კვლევის ანალიზი, არის ნორმაში. ვარ 59 წლის ქალბატონი. მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ლეიკოპენია, ეს არის ლეიკოციტების (სისხლის თეთრი სხეულაკები) რაოდენობის შემცირება პერიფერიულ სისხლში (4,0 · 109 /ლ – ზე ქვევით).
ლეიკოციტების ნაკლებობა და ტესტის სხვა პასუხები ერთად შესაძლოა კონკრეტულ დაავადებაზე მიუთითებდეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციის მოწოდება, შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
თუ თქვენ დაგჭირდებათ მიზანმიმართული თერაპია, ეს შესაძლებელია ჩვენს კლინიკაში, სადაც გვაქვს სისხლის დაავადებათა (ჰემატოლოგიის ) დეპარტამენტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდია.
მრავალპროფილური კლინიკის ფარგლებში არსებული მძლავრი და მასშტაბური ჰემატოლოგიური დეპარტამენტი, თავისი მრავალრიცხოვანი და პროფესიული კადრით, პრაქტიკულად ექსკლუზიურია თავისი შესაძლებლობების მიხედვით.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ჰემატოლოგი კვლევების საფუძველზე დაგისვამთ დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა