მოგესალმებით, როგორც აღნიშნავთ, გაწუხებთ თავის ტკივილი. შესაძლოა, საქმე გვქონდეს ტვინის შერყევასთან. ტვინის შერყევის სინდრომი კომპლექსური მდგომარეობაა, რომელიც მრავალ სიმპტომს მოიცავს: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და სხვა. ტვინის შერყევა მსუბუქი დაზიანებაა, ძირითადად თავის დარტყმის შედეგად. ცნობიერების დაკარგვა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ ტვინის შერყევა ან მისი შემდგომი სინდრომი განვითარდეს. ფაქტობრივად, ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომის რისკი არ ასოცირდება თავდაპირველი ტრავმის სიმძიმესთან.
თუ ეს სიმპტომი ჩვენი პასუხის მიღების დროსაც აქტუალურია, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ დაუყოვნებლივ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, გაგიწევთ სათანადო კონსულტაციას და გამოკვლევების შემდგომ, დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა. ვარ 15 წლის სკოლის მოსწავლე, გუშინ კლასელმა ბურთი მომარტყა სახეში, ხვირში (მესამე შემთხვევაა) დღესაც თავის ტკივილი მაწუხებს და ცხვირი მაქვს დასიებული. მიჭირს სუნთქვა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: