ღრმა ვენების დილატაცია და სარქველების უკმარისობა

კითხვა: რა დაავადებაა ღრმა ვენების დილატაცია და სარქველების უკმარისობა და როგორ შეიძლება მკურნალობა.ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ვენური უკმარისობა ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ვენებს ქვედა კიდურებიდან უკან, გულისკენ, სისხლის დაბრუნება უჭირს.
ვენური უკმარისობა ქვედა კიდურების ერთი ან რამდენიმე ღრმა ვენის პრობლემით არის გამოწვეული.
ნორმაში ვენური სარქვლები სისხლის გულისკენ დენას უზრუნველყოფს. ვარიკოზულ ვენებში ეს სარქვლები დაზიანებულია ან არასათანადოდ ფუნქციობს, რაც, განსაკუთრებით – ფეხზე დგომისას, სიცხეში ხანგრძლივად ყოფნისას, სიმძიმეების აწევისას და ა.შ. ქვედა კიდურების ვენების სისხლით გადავსებას იწვევს.
ვენური უკმარისობა ხანგრძლივი მდგომარეობაა. ის ვენების ნაწილობრივი ბლოკირებისა და ვენური სარქველების გარშემო სისხლის გაჟონვის შედეგია.
დილატაცია, ანუ იგივე გაგანიერება, ნებისმიერ ვენაზე შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად წვივისა და ტერფის ვენები ზიანდება, ვინაიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნა – ფეხზე დგომა და სიარული – სხეულის ქვედა ნაწილის ვენებზე ზეწოლას ზრდის.
მკურნალობის მეთოდების შერჩევა ხდება ექიმის მიერ, უშუალო ვიზიტისას ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ.
ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც დაზუსტდება რიგი დეტალები, საჭიროების შემთხვევაში დაგენიშნებათ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, ყოველივე ამის შემდეგ კი, ექიმი თავად მოგაწვდით ინფორმაციას მკურნალობის მეთოდის შესახებ.
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ორშაბათი და სამშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა