ჭიის წამალი

კითხვა: გამარჯობა,მაინტერესებს 3,5 წლის ბავშვს პროფილაქტიკისთვის ჭიის რომელი წამალი შეიძლება დავალევინო.მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
დასაზუსტებელია, რომელ ჭიაზეა საუბარი კონკრეტულად, რადგან ასეთი ჭიები ბევრია, მაგალითად: ენტერობიუსები, ასკარიდები, ლამბლიები , ამება, ლენტურა ჭიები და ა.შ.
მკურნალობაც თითოეულის შემთხვევაში ,შესაძლებელია ,განსხვავებული იყოს ,ასე რომ , დისტნაციურად მედიკამეტებზე ვერ მიგითითებთ, ეს პროფესიულად გაუმართლებელია .
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან, ჩვენ ვემსახურებით 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა