ლაგამის ოპერაცია - უროლოგია

კითხვა: გამარჯობა. რამდენიმე დღის წინ გავიკეთე ლაგამის ოპერაცია . დამადეს ნაკერები , რომელიც , ვფიქრობ , პრობლემას წარმოადგენს , გამომდინარე იქიდან , რომ უკვე ძალიან მაწუხებს . დაახლოებით 1 კვირა იქნება რაც ოპერაცია გავიკეთე . მითხრა ექიმმა , რომ თავისით მოშორდებოდა , მაგრამ ისევ ისეა და მეშინია კანში არ ჩაიზარდოს ან რამე პრობლემა არ წარმოშვას . ექიმს ვერ ვუკავშირდები და იქნებ თქვენ მაინც მომაწოდოთ დაახლოებიტ მაინც ინფორმაცია . მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, ექიმმა გითხრათ, რომ ნაკერი „თავისით მოშორდებოდა“ , სავარაუდოდ საუბარია კეტკუტის ძაფზე, რომელიც ამოღებას არ საჭიროებს, იგი თავისით გაიწოვება. რაც შეეხება ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას, ამ დროს, უნდა ატაროთ პატარა ზომის საცვალი, რათა ასო ,,დაფიქსირდეს“ და ხახუნი მინიმუმამდე დავიდეს.
ოპერაციიდან 14 დღის განმავლობაში საჭიროა წამლებისა და ტკივილგამაყუჩებელი მალამოების გამოყენება. ასევე ასოზე ბინტის ყოველდღიური გამოცვლა.
ბანაობა არ შეიძლება 14 დღე. ხოლო სრულ რეაბილიტაციას სჭირდება – 6 კვირა.
უნდა მოახერხოთ და დაუკავშირდეთ თქვენს მკურნალ ექიმს. კონტაქტის დამყარებაში დახმარება სთხოვეთ იმ კლინიკას, სადაც ჩაგიტარდათ ქირურგიული მკურნალობა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა