კვანძოვანი ჩიყვი

კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ანალიზსე ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა აღწერილობა ; ფარისებრი ჯირკვალი ნორმალური ფორმის ,კონტური მკვეთრი,სწორი სტრუქტურა მკვეთრად არაერთგვაროვანი ექოგენობა მკვეთრად დაქვეითებული. სისხლძარღოვანი სურათი მცირედ გაძლიერებული მარჯვენა წილში ისახება ექოგენობა დაქვეითებული კვანძები ზომით 18X23X35მმმ 10X10X15მმ.ამავე წილის ქვედა მესამედში ისახება ექოგენობა დაქვეითებული კვანძი ზომით 10X10X10მმ მარცხენა წილში ექოგენობადაქვეითებული კვანძები ზომით 10X10X15მმ 10 X12X18მმ 12X12X14მმ ამავე წილში ქვედა პოლუსზე ისახება ექოგენობა დაქვეითებული კვანძი ზომით 10X12X20მმ ისთმუსში ისახება კვანძები ზომით 5X5X7მმ 7X7X8მმ ფერადი კარტირებით ვლინდება მისი მცირედ გამოხატული პერეფირიული ვასკულარიზაცია ორივე მხარეს საერთო საძილე არტერიის და შიგნითა საუღლე ვენის ზევით ისახება ლიმფური კვანძები საგრძივი ზომით 8მმ 8მმ პილუსი შენარნჩუნებული. კისრის მარცხენა შუა მესამედში მკერდ ლავიწ დერილისებრი კუნთის უკან ისახება ლიმფური კვანძები ნსიგრძივი ზომით 8მმ 10მმ 10მმ პილუსი არ არის შენარჩუნებული . კისრის მარჯვენა მხარეს შუა მესამედში მკერდ ლავიწ დერელისებრი კუნთის უკან ისახება ლიმფური კვანძები სიგრძივი ზომით 8მმ 8 მმ 8მმ პილუ სი არ არის შენარჩუნებული. ფარისებრი ჯირკვლის ორივე წილისიგან კაუდალურად პირატრაქეალურად ისახება ლიმფური კვანძები სიგრძივი ზომით 7მმ 7მმ 7მმ პილუსი არ არის შენარჩუნებული მარჯვენა წილის ზომებია 2.5X2.8X5.2სმ მოცულობა 17.4სმ ისთმუში ზომით 5მმ მარცხენა წილის ზომებია 2.0X2.1X6X0სმ მოცულობა 12.0სმ საერთო მოცულობა 29.4სმ ეგ გამოკვლევა გავიკეთე ენმედიკში ექიმ ნინო ბუთბაიასთან დანიშნულება გამომიწერა ენდოკრინოლგმა რუსიკო ჭილახაძემ ელ თიროქსინი 1/2 დილით უზმოზე ჭამამდე 20 წუთით ადრე დიაბეტონი 1 აბი ჭამის წინ 20 წუთით ადრე მეორე პრობლემა რაც მაწუხებს ძალიან მარჯვენა ფეხზე პატარა თითი ძალიან მტკივა ბოტასის მეტს ვერაფერს ვიცვამ ტუფლის ჩაცმაზე ლაპარაკი ზედმეტია
პასუხი:

მოგესალმებით,
ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევის პასუხის მიხედვით, საქმე ეხება კვანძოვანი ჩიყვს, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას მსოფლიოში.
ეს სერიოზული დაავადებაა, რადგან კვანძის ქსოვილი არ ემორჩილება ორგანიზმის რეგულაციურ გავლენას. ფარისებრი ჯირკვლის კვანძად მიიჩნევა ჯირკვლის შემოსაზღვრული უბნის მოცულობითი ცვლილება, რომელიც აგებულებით ჯანმრთელი ქსოვილისგან განსხვავდება.
კვანძოვანი თუ მრავალკვანძოვანი ჩიყვის ექოსკოპიურ დადასტურებას დამოუკიდებელი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა არ გააჩნია, ის მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის აღწერილობას გვაძლევს.
კვანძოვან ჩიყვს მრავალფეროვანი კლინიკური სურათი არ ახასიათებს. ერთადერთი, იოდის დეფიციტის დროს შეიძლება ჩამოყალიბდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ავტონომია, რაც თირეოტოქსიკოზის განვითარებამდე მიგვიყვანს.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგთან.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
რაც შეეხება ფეხზე თითის ტკივილს, აუცილებელია ტრავმატოლოგის მოსაზრების მოსმენა.
ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციის დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა