კუშინგის სინდრომი

კითხვა: ეჭვად მითხრეს რომ კუშინგის სინდრომი მაქვს...რომელი გამოკვლევა უნდა გავიკეთო?
პასუხი:

მოგესალმებით,

შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. კუშინგის სინდრომი ჰორმონული დარღვევაა და  მას თირკმელზედა ჯირკვლების მიერ გლუკოკორტიკოიდების ჭარბი პროდუქცია იწვევს.

კუშინგის სინდრომს სხვაგვარად ჰიპერკორტიციზმსაც უწოდებენ,  ის უმთავრესად 20-დან 50 წლამდე ასაკის პირებთან გვხვდება.

არსებობს მოსაზრება, რომ ჭარბი წონა, ჰიპერტენზია და გაუკონტროლებელი დიაბეტი ტიპი 2 ზრდის ჰიპერკორტიციზმის განვითარების რისკს.

კუშინგის სინდრომის კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. პაციენტთა უმრავლესობას აღენიშნება დამახასიათებელი სიმსუქნე, არტერიული წნევის მატება, კუნთების განლევა, ოსტეოპოროზი და ჰიპერგლიკემია. ბევრს აწუხებს სისუსტე, ადვილად დაღლა, თავის, ზოგჯერ ზურგის ტკივილი.

ქალებში ხშირია მენსტრუალური ციკლის დარღვევა – არარეგულარულობა, ამენორეა (ციკლის არარსებობა).

კუშინგის სინდრომის მქონე პაციენტებს მიდრეკილება აქვთ თირკმელების კენჭოვანი დაავადებისადმი.

დღეს დიაგნოსტიკის მრავალი ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული საშუალება არსებობს.

დაავადებას, ცხადია, კლინიკური სიმპტომები გვაეჭვებინებს. ჰიპერკორტიციზმის დასადგენად ტარდება დექსამეტაზონის ცდა, ამისთვის პაციენტს საღამოს 11 საათზე 1 მგ დექსამეტაზონს ვაძლევთ, მეორე დილის 8 საათზე კი,   ვიკვლევთ  სისხლში კორტიზოლის დონეს, თუ ის 5 მკგ%-ზე ნაკლები აღმოჩნდა, კუშინგის სინდრომი გამოირიცხება.

ზუსტი დიაგნოსტირებისთვის კომპიუტერულ და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ვიყენებთ.

კუშინგის სინდრომის დიაგნოსტირებისთვის ლაბორატორიული გამოკვლევა ყოველთვის აუცილებელია. ისიც შესაძლოა, პრობლემა ჰიპოფიზში იყოს, მაგრამ მისი აღმოჩენა ვერ მოხერხდეს. სწორი დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია პაციენტის ანამნეზი – თუ ის დიდხანს მკურნალობდა სტეროიდებით, ცხადია, ეჭვი იატროგენულ კუშინგის სინდრომზე მიგვაქვს.

მკურნალობის ტაქტიკა ჰიპერკორტიციზმის მიზეზებზეა დამოკიდებული.

მედიცინის არსენალშია ქირურგიული ჩარევა, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და კორტიზოლის ინჰიბიტორები.

კუშინგის სინდრომის სხვა შემთხვევათა უმრავლესობაში მკურნალობის რადიკალური გზა ქირურგიული ჩარევაა.

დაავადების პროგნოზი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, დროულ დიაგნოსტირებასა და  ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობაზე.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის შეკრების შემდეგ, ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარებას, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და ამის შემდეგ თქვენთან ერთად დაგეგმავს მკურნალობის ინდივიდუალურ და თქვენზე მორგებულ მეთოდს.

თუ საჭირო იქნება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ აღნიშნულ კვლევაზე ფასდაკლება, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31388/chaitaret-muclis-ghrus-an-mcire-menjis-ghrus-magnitur%E2%80%93rezonansuli-tomografia-kontrastirebit-mnishvnelovnad-dabal-fasad   

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა