კუჭის ტკივილი

კითხვა: გამარჯობათ ჩემს 16 წლის გოგოს ჭამის შემდეგ ძალიან აწუხებს კუჭი რა გამოკვლევა უნდა ჩავიტარო? და გაქვთ რაიმე აქცია მაგ გამოკვლევაზე მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით!
ეპიგასტრიუმში ლოკალიზებული ტკივილი სხვადასხვა ძალისა და ხანგრძლივობისაა. ზოგიერთი უჩივის მხოლოდ უმნიშვნელო დისკომფორტს, რომელიც ჭამის შემდეგ აღმოცენდება და მალევე ქრება, ზოგი კი ძლიერ ტკივილს, რომელიც მხოლოდ კუჭის არეს კი არ მოიცავს, არამედ გადაეცემა მთელ მუცელს, გულმკერდს და კისერს.
კუჭის არეში ტკივილი სრულიად სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. ყველაზე გავრცელებული მიზეზი გასტროეზოფაგური რეფლუქსია. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის მჟავე წვენი პერიოდულად საყლაპავში ამოიტყორცნება. როცა ეს მოვლენა ხშირდება და ხანგრძლივდება, ვითარდება შემაწუხებელი გულძმარვა, ხოლო საყლაპავის გაღიზიანების გამო ტკივილიც აღმოცენდება .
კუჭის არეში ტკივილის მიზეზად შესაძლოა იქცეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ანთებითი დაავადებები, მაგალითად, გასტრიტი– კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება - ან პანკრეატიტი - კუჭუკანა ჯირკვლის ანთება, ასევე - საჭმლის მომნელებელი სისტემის ისეთი მძიმე დაავადებები, როგორიცაა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი, ნაღველკენჭოვანი დაავადება. ამ შემთხვევებში ტკივილის შეგრძნება ხშირად საკვების მიღების შემდეგ იჩენს თავს. შესაძლოა, ქრონიკული ხასიათიც მიიღოს.
რაც შეეხება დიაგნოსტირებას , საჭიროა ჩატარდეს ენდოსკოპიური კვლევის მეთოდი, კერძოდ გასტროსკოპია. ჩვენს კლინიკაში, აქციის ფარგლებში, გასტროსკოპიის ღირებულება გახლავთ 90 ლარი და მიიღებთ ქირურგის და გასტროენტეროლოგის ვიზიტებს უფასოდ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კვლევაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ტელ: 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა