მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის კუჭის ბოტოქსი;
- რამდენი ხანი გრძელდება კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსი;
- რა დროს არ ტარდება კუჭის ბოტოქსი;
- სამედიცინო შემოწმების საფეხურები.
კუჭის ბოტოქსი წარმოადგენს ახალ ენდოსკოპიურ მეთოდს, რომელიც ჭარბი წონის პაციენტებს საშულებას აძლევს, დაიკლონ წონაში ზომიერად, სწრაფად და უსაფრთხოდ.
კუჭში ბოტულინის ტოქსინის (ბოტოქსი) შეყვანა, ბარიატრიულ ქირურგიაში ყველაზე პოპულარული მეთოდია.
კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსი გრძელდება 15-20 წუთი. აღნიშნული მანიპულაციის დასრულების შემდეგ, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია არ არის საჭირო, ამიტომ იგი იმავე დღეს ეწერება ბინაზე და სწრაფადვე უბრუნდება სოციალურად აქტიურ ცხოვრებას.
ისეთი ამბულატორიული პროცედურა როგორიცაა კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსი, ფიზიკურ ვარჯიშთან და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვასთან ერთად, ჭარბი წონის მქონე პაციენტებს აძლევს საშუალებას, 5-6 თვის განმავლობაში დაიკლონ 15-20 კგ- მდე.
ბოტულინის ტოქსინის ინექცია თრგუნავს კუჭის ნერვულ უჯრედებს, ასევე, მოქმედებს შიმშილის ჰორმონ გრელინზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შიმშილის გრძნობას და აქვეითებს მადას.
მართალია, აღნიშნულ მეთოდს არ აქვს გვერდითი მოვლენა, თუმცა, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, ე.წ. წინააღმდეგ ჩვენებები, რომელთა მიხედვითაც კუჭში ბოტოქსის შეყვანა არ შეიძლება, ეს მდგომარეობებია:
- ბოტოქსზე ალერგია;
- ნაღველკენჭოვანი დაავადება;
- კუჭის წყლული;
- გასტრიტი;
- თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
- გარკვეული ტიპის ენდოკრინული დაავადებები;
- სიმსივნე.
ასევე, კუჭის ბოტოქსი არ არის ეფექტური პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნორმაზე მაღალი სხეულის მასის BMI ინდექსი (ნორმა გამოითვლება შესაბამისი სპეციალისტის მიერ).
სწორედ ამიტომ, თითოეული პაციენტი ინდივიდუალურად გადის კონსულტაციას ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდთან, პროგრამაში კი, ჩართულია გასტროენტეროლოგი, ენდოსკოპისტი და ენდოკრინოლოგი.
უშუალო ვიზიტის დროს, სამედიცინო შემოწმებისას იკრიბება და ფასდება ისეთი ზოგადი ანამნეზური მონაცემები როგორიცაა: თანმხლები ქრონიკული დაავადებები, ოჯახური სამედიცინო ისტორია, ითვლება სხეულის მასის ინდექსი (BMI), გადაიხედება თქვენი კვების ჩვევები, განიხილება ჯანსაღი კვების ინტეგრაციის საშუალებები და ა.შ. რის შემდეგაც მოგეცემათ რეკომენდაცია კუჭის ბოტოქსის ჩატარებაზე.
ენდოსკოპიური მანიპულაციის დასრულების შემდეგ, მიიღებთ მითითებებს კვების რაციონთან და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით, რაც დაგეხმარებათ როგორც პოზიტიური ცხოვრების წესის ცვლილებებში, ისე წონის დაკლების ეფექტურობასა და უკვე დაკლებული კილოგრამების შენარჩუნებაში.
უფრო ვრცელი ინფორმაცია, კუჭის ბოტოქსის უპირატესობების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ „ახალი სიცოცხლის“ ვებგვერდზე, იხილეთ ბმული: https://nlife.ge/full-article/charbi-wonis-kuchis-botoqsit-dakleba-saqartveloshi-ukve-shesadzlebelia-da-metodi-klinika-akhal-sitsotskhleshi-dainerga/31668
კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსის ღირებულებაა 3 850 ლარი.
სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია, მოგაწოდოთ სპეციალისტების საკონტაქტო ნომრები.
ასევე, კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსის ჩატარების მსურველთათვის, პირველი ვიზიტი სრულიად უფასოა!
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!