კორონაროგრაფია

კითხვა: მაწუხებს გული. კორონოგრაფია მაქვს გასაკეთებელი. კეთდება თუ არა თქვენს კლინიკაში კორონოგრაფია და თუ კეთდება, რა ღირს? შეიძლება თუ არა კალკულაცია ელ.ფოსტით გამომიგზავნოთ? კალკულაცია მჭირდება დაფინანსების გასაკეთებლად. გამგეობაში უნდა ვითხოვო.
პასუხი:

მოგესალმებით,
კორონაროგრაფია გულის სისხლძარღვების დაზიანების გამოვლენის საუკეთესო მეთოდად ითვლება.
ამ დროს რენტგენის სხივების დახმარებით ირკვევა გულის მკვებავი კორონარული არტერიების შევიწროების ადგილი და ხარისხი. კორონაროგრაფია განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როცა პაციენტს დასმული აქვს გულის იშემიური დაავადების დიაგნოზი, გადატანილი აქვს ინფარქტი ან აქვს სტენოკარდია - ინფარქტის შემდგომი, გართულებული ან იმ ტიპისა, რომელიც მკურნალობას არ ემორჩილება, ასევე - თუ პაციენტი, რომელიც 35 წელს არის გადაცილებული, ღია გულზე იკეთებს ოპერაციას (მაგალითად, სარქვლების პროთეზირებას, გულის თანდაყოლილი მანკების კორექციას და სხვა). თუ მკურნალი ექიმი დარწმუნებულია კორონაროგრაფიის აუცილებლობაში, პაციენტმა უნდა გაიაროს ზოგიერთი დამატებითი კლინიკურ–ლაბორატორიული გამოკვლევა.
დიახ, ჩვენს კლინიკაში ტარდება აღნიშნული ქირურგიული მკურნალობა, მისი ღირებულებაა 850 ლარი.
აუცილებელია ვიზიტი განახორციელოთ კარდიოლოგთან, რათა დავაზუსტოთ მრავალი სხვა ფაქტორი, ყოველივე ამის გათვალისწინებით ელექტრონულად, ვიზიტის გარეშე ვერ გადმოგიგზავნით კალკულაციას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა