კოქსართროზი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა.მჭირს მენჯ-ბარძაყის კოქსარტროზი ორივე ფეხზე. მესაჭიროება ოპერაცია, მაინტერესებს რამე დაფინანსება მეკუთვნის თუ არა ან ვის მივმართო და თქვენთან თუ აკეთებენ ამ ოპერაციებს.
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, კოქსართროზი წარმოადგენს მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზს.
დღესდღეობით მისი ოპერაციული მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება.
ენდოპროთეზირება მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდია, რომელიც დაზიანებული სახსრის თანამედროვე მასალით (იმპლანტით) ჩანაცვლებას გულისხმობს. თუმცა, სახსრის იოგოვანი აპარატი შენარჩუნებულია და შესაბამისად, ის სრულყოფილად ფუნქციობს.
ენდოპროთეზირებისთვის ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მსოფლიოში აღიარებული მაღალი ხარისხის თანამედროვე მასალას.
ენდოპროთეზი მრავალი სახეობის არსებობს და შედგება სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული რამოდენიმე კომპონენტისაგან. მასალებად გამოიყენება:

  • პოლიეთილენი;
  • კერამიკა;
  • ტიტანი და ა.შ.

ამიტომ, ფასებიც სხვადასხვაა.
სახსრის ფუნქციურ-ანატომიური მონაცემებიდან გამომდინარე, დაავადების ფორმისა და ხარისხის შესაბამისად, ექიმმა ინდივიდუალრად უნდა შეგირჩიოთ თქვენთვის შესაბამისი და ხელსაყრელი ენდოპროთეზის მოდელი.
შემოგთავაზებთ, კლინიკის აქციის ფარგლებში, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და ფასებზეც თავად მოგახსენებთ. ასევე, გაგიმზადდებათ სათანადო დოკუმენტები, ფორმა № 100 და კალკულაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენს ოპერაციას.

ტრავმატოლოგის უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა