ართროსტოპ რაპიდი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა გადავიღე მუხლის რედგენი მაქვს ოსტეოფიტები,შეიძლება მივიღო არტროსტოპ რაფიდ პლიუსი?
პასუხი:

მოგესალმებით,

პრეპარატი „ართროსტოპ რაპიდი“ არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს სახსრებისა და საყრდენი აპარატის სრულფასოვან კვებას.
ართროსტოპი ხელს უწყობს ხრტილის აღდგენას და დადებით გავლენას ახდენს სახსრების ფუნქციაზე, აუმჯობესებს მათ მექანიკურ და რეზისტენტულ თვისებებს.
თუმცა, როგორც ყველა წამალს, მასაც აქვს უკუჩვენება! ამიტომ, სასურველია, მისი დოზების განსაზღვრისთვის და რეკომენდაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს.
ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ მასთან კონსულტაციაზე.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა