მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, გაწუხებთ მშრალი კოლიტი, რომელიც სიტყვასიტყვით მსხვილი ნაწლავის ერთ-ერთი სეგმენტის – კოლინჯის ანთებას ნიშნავს.
აღნიშნული დაავადების დროს ინიშნება დიეტა, რომელიც გამორიცხავს ცხიმიანს, შემწვარს, მსუყე წვნიანებს, გაზიან სასმელებს, ცოცხალ ხილს და ბოსტნეულს. დაშვებულია მოხარშული თევზი, უცხიმო ხორცი, ქათმის ხორცი, გამომცხვარი ბოსტნეული.
რაც შეეხება მედიკამენტის მიღებას თვითმკურნალობა არაკორექტულია. მნიშვნელოვანია კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კვალიფიციური გამოკვლევა და კოლიტის მიზეზების დადგენა, მათ შორის კუჭის მჟავიანობის განსაზღვრა, შესაძლოა საჭირო გახდეს ენდოსკოპიური კვლევები.
შესაბამისად უმჯობესია მობრძანდეთ კლინიკაში, გაიაროთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია, რომელიც შეიმუშავებს კვლევების სტრატეგიას და განსაზღვრავს მკურნალობის სწორ მეთოდიკას.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრული ენდოსკოპიური კვლევა ფასდაკლებით, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31419/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-endoskopiur-kvlevas
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !