ჰისტერექტომიის შემდგომი პერიოდი

კითხვა: ვარ 55 წლის.4 თვის წინ ამომკვეთეს საშვილოსნო, საკვერცხეები და ყელი.გამონადენი არ შეწყდა, პირიქით ბოლო დროს საგრძნობლად მოიმატა.ვაპირებ ექიმთან ვიზიტს, მანამდე გთხოვთ მიპასუხოთ სავარაუდო რა მიზეზი იქნება.ონკო პრობლემა არ მქონდა.გმადლობთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას აქვს თავისი ჩვენება, უკუჩვენება და თანმხლები რისკები, რაზეც უპრიანია საუბრობდეს მკურნალი ექიმი.
ვფიქრობთ, რომ თქვენს შემთხვევაშიც ასე იქნებოდა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საქმის კურსში ჩააყენოთ მკურნალი ექიმი, ვინაიდან აღნიშნულ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა მხოლოდ მისი პრეროგატივაა.
ნუ გადადებთ ვიზიტს, საჭიროა შემოწმდეს უშუალოდ ოპერატორისაგან, ყველა პოსტოპერაციული და პოსტინვაზიური უბანი.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა