ვიზიტი პედიატრთან

კითხვა: მოგესალმებით. მყავს 2 თვის პატარა, ამ ბოლო დროს ჭამის დამთავრების შემდეგ ხანდახან ბოყინს არ აკეთებს. ეგრევე იძინებს. საშიში ხომ არ არის ეს? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ბოყინი წარმოადგენს ფიზიოლოგიურ პროცესს - აირების ამოსვლას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ძირითადად საყლაპავიდან ან კუჭიდან.
საკვებსა და კუჭის წვენთან ერთად კუჭში ყოველთვის არის ჰაერი, რომელიც დაგროვილია კუჭის ყველაზე მაღლა მდებარე ნაწილში. ის შედგება ჩაყლაპული ჰაერისგან, ასევე - ზოგიერთი საკვების მონელების შედეგად წარმოქმნილი აირებისა და ნახშირორჟანგისგან, რომელიც კუჭში მოხვედრილი ტუტე საკვების ან სითხის კუჭის წვენთან რეაქციის შედეგად გამოიყოფა.
როგორც მოგვითხრობთ, „ ჭამის დამთავრების შემდეგ ხანდახან ბოყინს არ აკეთებს“ , საშიში არაფერია, თუმცა დაგროვილმა აირებმა შესაძლოა პატარას დისკომფორტი შეუქმნას ე.წ. გაზების სახით.
პრევენციის მიზნით, შეგიძლიათ მიმართოთ პედიატრს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა