კოლიტი

კითხვა: დისკიმფორტი ქრონიკული მარცხენა ქვედა კვადრატში ხელის დაჭერისას უსიამოვნო შეგრძნება... რისი ბრალია..
პასუხი:

კოლიტი მსხვილი ნაწლავის ანთებაა, რომელიც ლორწოვანის დამცავი ფუნქციის დასუსტებით არის გამოწვეული.
განასხვავებენ კოლიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე კოლიტისათვის დამახასიათებელია სპაზმური ხასიათის ტკივილი მუცელში, ფაღარათი, ზოგადი სისუსტე, განავალი თხიერია ზოგჯერ სისხლის და ლორწოს მინარევით. ასევე ახასიათებს ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები: სხეულის ტემპერატურის მომატება, ენა მშრალი, რუხი ფერის ნადებით, ცვლილებები სისხლში–ლეიკოციტოზი, ედს-ის მომატება.
ქრონიკული კოლიტი წარმოადგენს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ყველაზე ხშირ პათოლოგიას, რომელიც შერწყმულია წვრილი ნაწლავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებასთან. ის შეიძლება იყოს ინფექციური და არაინფექციური წარმოშობის. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს ნაწლავის პირობით პათოგენური მიკლოფლორა. კვების რეჟიმისა და რაციონის ხანგრძლივი და უხეში დარღვევა ასევე შეიძლება იყოს ერთ–ერთი რისკ–ფაქტორი. შეიძლება განვითარდეს ტყვიით, ვერვხლისწყლის ან დარიშხანით ხანგრძლივი ინტოქსიკაციისას. მსხვილი მაწლავის ლორწოვანის გაღიზიანების მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს ანტიბიოტიკების და საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი და უკონტროლო გამოყენება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი იწვევს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ანთებას, ეროზიების, წლულების გაჩენას. ახასიათებს საერთო სისუსტე, დეფეკაციის დარღვევა, ფაღარათის და შეკრულობის მონაცვლეობა, ტკივილი მუცლის სხვადასვა მიდამოში, მეტეორიზმი, ტენეზმები. დეფეკაციის შემდეგ ავადმყოფს აქვს ნაწლავის არასრულყოფილად დაცლის შეგრძნება, დეფეკაციის ცრუ სურვილები, რასაც თან ახლავს გაზების და ცალკეული განავლოვანი მასების გამოყოფა. ტკივილი ყრუ ხასიათისაა, ძლიერდება საკვების მიღების ან დეფეკაციის დროს, ზოგჯერ ტკივილი მცირდება სითბოს ან სპაზმოლიტიკების გამოყენების შემდეგ.
მნიშვნელოვანია გატარდეს დიფერენციალური დიაგნოსტიკა სხვა დაავადებებთან,რადგან ძალიან ხშირად სხვადასხვა დაავადების სიმპტომები ჰგავს ერთმანეთს.
დროულად ექიმთან მიმართვის და სათანადო მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და კვების რაციონის მოწესრიგება.
თქვენ შემთხვევაში,გირჩევთ მიმართოთ გასტროენტეროლოგს,რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დაგისვამთ უფრო ზუსტ დიაგნოზს და მოგცემთ შესაბამის მითითებებს. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა