მოგესალმებით,
კისრის ტკივილის პრობლემას თავისი ცხოვრების განმავლობაში ადამიანთა უმრავლესობა აწყდება. ყველაზე ხშირად კისრის ტკივილი წარმოიქმნება კუნთებში. კისრის კუნთები გარდა იმისა, რომ ამოძრავებენ და იმაგრებენ თავს, ხელის მოძრაობაშიც იღებენ მონაწილეობას.
თქვენს შემთხვევაში, თუ რა არის გამომწვევი ფაქტორი, დისტანციურად რთული სათქმელია.
შესაძლებელია მიზეზი იყოს: ძილის დროს კისრის მოუხერხებელი პოზა, თავის მკვეთრი მოძრაობა, ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი, კისრის მიდამოს მიოგელოზი, სპონდილოზი, კისრის დისკოს თიაქარი, ართროზი და ა.შ.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.
თუ კონსულტაციისას გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული კვლევის საჭიროება, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, თუ გსურთ იხილოთ ვრცლად, მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !