ჰემოროიდული დაავადება

კითხვა: ვარ 35 კვირის ორსული გამიჩნდა ჰემოროი მცირე კვანძი გამიჩნდა ,მაგრამ არ მაწუხებს,ასევე მაქვს სქოლიოზი 2ხარისხის შესაძლებელია თუ არა ამ დროს ფიზიოლოგიური მშობიარობა
პასუხი:

მოგესალმებით! ჰემოროიდი სწორი ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ჰემოროიდი არის დავადება, რომელიც წარმოიქმნება უკანა ტანთან განთავსებული ვენური წნულის (კავერნოზული სხეულები) სისხლით გადავსებით. სწორედ ამ გაფართოებულ და შეცვლილ ვენებს ეძახიან ჰემოროიდულ კვანძებს. სისხლით გადავსებულ ჰემოროიდულ ვენებში სისხლის უძრაობას განაპირობებს უძრავი ცხოვრების წესი. რაც შეეხება თქვენს შეკითხავს, როგორც წესი, თუ ჰემოროიდი წარმოიქმნა ორსულობის ფონზე, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დაავადება არ ვლინდება და ფეხმძიმე ქალბატონს არაფერი არ აწუხებს. თუ ჰემოროიდი დაკავშირებულია ორსულობასთან, უფრო ხშირად მისი ფორმირება ხდება ფეხმძიმობის მეორე ნახევარში, ხოლო მშობიარობამ შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმაოს იგი. მაშინაც კი, თუ მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ჰემოროიდი არაფრით გამოვლინდა და არანაირი პრობლემები არ შეუქმნა ორსულს, მშობიარობას შეუძლია გამოიწვიოს დაავადების მკვეთრი პროვოცირება. რაც უფრო ხანგრძლივია მშობიარობის პროცესი, მით უფრო მაღალია ჰემოროიდის გამწვავების რისკი და მით უფრო გამოხატულია დაავადება. ჰემოროიდის მრავალსახოვანი ფორმების და სტადიების, დაავადების მიმდინარეობის თავისებურებების და შესაძლო გართულებების გათვალისწინებით მკურნალობის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად ექიმ-პროქტოლოგის მიერ. ხერხემლის პათოლოგიის, კერძოდ სქოლიოზის დროს გასათვალისწინებელია ხარისხი. პირველი და მეორე ხარისხის სქოლიოზის შემთხვევაში შინაგან ორგანოებზე ფუნქციური დატვირთვა არ ხდება. ეს ნიშნავს, რომ შინაგანი ორგანოები, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემები, ისევე მუშაობს, როგორც ჯანმრთელი ადამიანისა. III და IV ხარისხის სქოლიოზის დროს აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია მეან–გინეკოლოგთან, ორთოპედთან და თერაპევტთან. მსუბუქი სქოლიოზი, წესისამებრ, ხელს არ უშლის ფიზიოლოგიურ მშობიარობას. გამოხატული სქოლიოზის დროს მშობიარობის მეთოდს არჩევს ექიმი. თუ ორსულობის დროს სქოლიოზით დაავადებული ქალის მენჯის ფორმა და ზომები შეიცვალა, ორსულობა შესაძლოა საკეისრო კვეთით დასრულდეს. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა