კისრის თიაქარი

კითხვა: გამარჯობა.შეკითხვა მაქვს ნევროლოგთან. ვარ 55 წლის.მაქვს ცვალებადი წნევა.ღამით ძილში უფრო მიმატებს.ასევე ტახიკარდია და ქოშინი.ვარ სულ გაბრუებული თავით.არაცოცხალი .შენელებული აზროვნებით.ბოლო დროს ასეთი თავბრუს დროს (არაფერი არ ტრიალებს,უბრალოდ არამყარად დავდივარ.ზოგჯერ შემაქანებს და ვარ სუსტად),ვგრძნობ მსუბუქ გულისრევის შეგრძნებას.ყიფლიბანდის არეში ზოგჯერ მოწოლის შეგრძნება მაქვს (ეს წლებია).ვნახე თქვენი ცენტრის აქციები.მაინტერესებს,რომელი კვლევა უნდა გავიკეთო ასეთი ჩივილებით.კტ.,.მრტ თუ ანგიო.p.s ტრავმა არ მიმიღია.კისერში მრავალი წელია მაქვს 2 დისკის 3.5-4მმ-იანი თიაქარი.დადგენილი მ რ.ტ კვლევით.გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, გაქვთ “2 დისკის 3.5-4მმ-იანი თიაქარი“ . დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ შესაძლოა თავბრუსხვევის, გულისრევისა და სხვა ჩივილების გამომწვევი, ხერხემლის სვეტის, კისრის მალების თიაქარია.
ამასთან დაკავშირებით, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
ხერხემლის თიაქარი არის კუნთოვანი სისტემის დაავადება, რომელიც გამოწვეულია მალთაშუა დისკის პულპური ბირთვის დისლოკაციითა და ფიბრიოზული რგოლის გარღვევით.
ხერხემლის სვეტის, კისრის თიაქრის კლინიკური გამოვლინებებია:
● დაზიანებული დისკის მიდამოში ლოკალიზებული ტკივილები;
● ტკივილები, რომლებიც ვრცელდება ხელებსა და მხრებზე;
● თავბრუსხვევა;
● არტერიული წნევის ამაღლება;
● ხელის თითების გაბუჟება;
იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად თავის ტვინისა და ხერხემლის სვეტის კვლევის ოქროს სტანდარტს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია წარმოადგენს, ვფიქრობთ თქვენს შემთხვევაშიც უფრო ინფორმაციული იქნება.
ამიტომ, შემოგთავაზებთ თავის ტვინისა და კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: 

https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა