კისრის ოსტეოქონდროზი

კითხვა: გამარჯობა...მაქვს კისრის ოსტეოქონდროზი. 3 _ ჯერ დავკარგე გონება სხადასხვა დროს, ნევროპათოლოგმა დამინიშნა გინკობილობა, რომელიც ძალიან ძვირია...ამ წამალმა მიშველა , თუ არის ალტერნატივა ან რას მირჩევთ. ვარ 47 წლის
პასუხი:

მოგესალმებით,
ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულებით აიხსნება.
კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.
ოსტეოქონდროზისაგან განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა მიზანმიმართული სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსი საკმაოდ შედეგიანია.
რაც შეეხება "გინკო ბილობას", იგი მცენარეული წარმოშობის პრეპარატია, ტვინსა და პერიფერიულ ქსოვილებს ამარაგებს ჟანგბადითა და გლუკოზით, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტვინში, აქვს ცერებროპროტექტორული მოქმედება, ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლების გამტარობის შემცირებას და ა.შ.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, რადგან პრეპარატის ჩანაცვლება მისი პრეროგატივაა, ხოლო თუ გაინტერესებთ ჩვენი სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს.
უფასო კონსულტაციით სარგებლობისათვის, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა