კიდურის შემანარჩუნებელი მიმართულება - ანგიოლოგია

კითხვა: ორივე ქვემო კიდურის მაგისტრალური ვენები მთელს სიგრძეზე ზომიერად დილატირებული,სრულად კომპრესირებადი,სუმთქვითი და კომპრესიული სინჯებით,ორივე მხარეს, სარქვლოვანი ნაკლოვანება არ ვლინდება.დიდი საჩინო ვენის დიამეტრი ბარძაყის ვენაში ჩართვის დონეზე მარჯვნივ 5,4 მმ,მარცხნივ7,1მმ.ოსტიალური სარქველი მ არჯვენა ქვემო კიდურზე ფუნქციონირებს სრულფასოვნად. მარცხნივ არასრულფასოვნად.მარჯვნივ დიდი საჩინო ვენაზომიერად დილატირებული ბარძაყის სეგმენტში მისი დიამეტრი 2,9მმ.წვივის ზედა მესამედის დონიდან ვარიკოზულად შეცვლილი.ამავე დონიდან ისახება მისი უკანაშენაკადის ვარიკოზი და ვარიკოზული კვანძების სრული თრომბოზი.წვივის ქვედა მესამედის დონეზე ისახება წინა შენაკადის ვარიკოზი.მარცხნივ დიდი საჩინო ვენა ბარძაყის სეგმენტში დილატირებული 5,3მმ-მდე.ისახება მისი ზომიერი დეფორმაცია,წვივის სეგმენტში ვარიკოზულად შეცვლილი.მცირე საჩინო ვენა მარჯვნივ ვარიკოზულად შეცვლილი,მარცხნივ გამოხატული ცვლილებების გარეშე.ორივე წვივის დონეზე ისახება ზომიერი ლიმფოსტაზი. ასეთია ჩემი მეუღლის დუპლექს სკანირების პასუხი.აუცილებელია თუ არა სასწრაფოდ ოპერაცია?ვენები სადაც არის გამობერილი ის ადგილი ჯერ დაუწითლდა ეხლა კი დაუშავდა.წინასწარ დიდი მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
დუპლექს სკანირებით კვლევის პასუხის შედეგად, მოგახსენებთ, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენს მეუღლეს დაუდგინდა უკუშენაკადის ვარიკოზი და ვარიკოზული ვენების სრული თრომბოზი, რომელსაც ლიმფოსტაზი და კიდურების სიშავე დაერთვის, ქირურგიული მკურნალობა უნდა ჩატარდეს გადაუდებლად და სასწრაფოდ !
ჩვენს კლინიკაში, ფუნქციონირებს კიდურის შემანარჩუნებელი მიმართულება, რომელიც არტერიული დაზიანებების მქონე პაციენტებს მაღალი ტექნოლოგიებისა და მინიმალური ჩარევის საშუალებით სისხლის მიმოქცევის აღდგენაში ეხმარება.
ვენური უკმარისობების ქირურგიულ მკურნალობას რაც შეეხება ,აქ საუკეთესო საშუალება დღეისათვის არის ე.წ. ლაზერული აბლაცია .
მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო, სპეციალური ლაზერით პატარა ჩხვლეტის გზით ნადგურდება.
ლაზერული აბლაციის შედეგად კიდურებზე ნაწიბურები არ რჩება. მაღალტექნოლოგიური შუქგამტარი შედის დაზიანებულ ვენაში და „აუქმებს“ მას ჭრილობის გარეშე, ამასთან, ეს ლაზერის სხივი ისეთი სიხშირისაა, რომ სხვა ქსოვილებს არ აზიანებს. ამიტომ ოპერაციისგან განსხვავებით ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.
ლაზერული აბლაციის ის თანამედროვე ტექნოლოგია , რასაც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ვფლობთ, უმეტეს შემთხვევებში დიდი ეფექტურობით აღმოფხვრის პათოლოგიას და ტრადიციული ოპერაციისგან განსხვავებით უაღრესად კომფორტულია პაციენტისთვის.
თუმცა, თქვენი მეუღლის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელი მეთოდის გამოყენება დაგვჭირდება მკურნალობაში და რა მოცულობის იქნება ეს ჩარევები ,დისტანციურად ვერ მოგახსენებთ. საკითხი უნდა გადაწყდეს უშუალოდ ქირურგთან კონსულტირების დროს.
გარწმუნებთ, რომ თქვენი მეუღლის მდგომარეობა მეტად საყურადღებოა, ამიტომ გთხოვთ, გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები და ნუ გადადებთ ვიზიტს.
მობრძანდით ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ორშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, თან იქონიეთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა