მოგესალმებით,
ამ პრობლემით ბევრი პაციენტი მოგვმართავს და ყველას ვაწვდით ზოგად ინფორმაციას.
საქმე იმაშია ,რომ ქვედა კიდურების შეშუპების და მტკივნეულობის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად:
● ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
● ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები ( ქვედა კიდურების შეშუპებას ხანგრძლივი დგომა და უმოძრაობა იწვევს );
● თირკმლის დაავადებები;
● აქილევსის მყესის გაწყვეტა;
● მენისკის დაზიანება;
● გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური);
● ღვიძლის დაავადებები;
● ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
● პრეპარატები.
რაც შეეხება ცილის მაჩვენებლის მომატებას, თუ ეს შარდის ანალიზით ვლინდება , მაშინ დიახ შეიძლება ეს პირდაპირ კავშირში იყოს ქვედა კიდურების შეშუპებასთან .
გირჩევთ, დროულად დაიწყოთ ადეკვატური გამოკვლევები, რომელიც თავიდან აგაცილებთ აგრესიულ და ძნელად სამკურნალო გართულებებს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეფროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და დასვამს დიაგნოზს, ამის შემდეგ აუცილებლად დაგეხმარებათ მკურნალობის მეთოდის დაგეგმვაში.
იმ შემთხვევაში ,თუ გამოვლინდა ქვედა კიდურების სისხლძარღვოვანი პათოლოგია ,შეგიძლიათ ისარგებლოთ ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციით ,რომელიც ტარდება ყოველ ორშაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით. ფეხები მისივდება ძალიან. გავიკეთე სისხლის და შარდის კლინიკური ანალიზი. ჩილა მაქვს ძალიან მაღალი სხვა ყველაფერი ნორმაში მაქვს. და ფეხების დასიება იქნება თუ არა მაღალი ცილის ბრალი. მადლობთ.
პასუხი: