კიდურების შეშუპება მშობიარობის შემდგომ - ანგიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით.ორი თვის წინ ვიმსობიარე 32 კვირის ვადაზე.სახლში გამოწერის სემდეგ დამეწყო დაბლა კიდურების შეშუპება.განსაკუთრებით დაბლა კოჭებთან.ორსულობის დროს არ მქონია.და რისი ბრალი შეიძლება,რომ იყოოს?შეიძლება თუ არა ეს იყოს წონაში მომატების ბრალი.დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მშობიარობის შემდეგ, მსგავს ჩივილებს ბევრი ქალბატონი უჩივის. ზოგადად, მშობიარობის შემდეგ თქვენი სხეული და ორგანიზმი გარკვეულ შეუქცევად ცვლილებებს განიცდის, რაც ეს სავსებით ნორმალურია.
თუმცა აღნიშნულმა სიმპტომმა უნდა გაიაროს 7-10 დღეში.
ზოგადად, ქვედა კიდურების შეშუპება ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების მანიშნებელია. სითხის დაგროვებას იწვევს:
● გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური);
● ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
● თირკმლის დაავადებები (შეშუპებულია მთელი სხეული);
● ღვიძლის დაავადებები;
● შიმშილი (მკაცრი დიეტები);
● ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
რთულია დისტანციურად გიპასუხოთ, თუ რა არის თქვენი სიმპტომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ამიტომ, მობრძანდით ანგიოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც უშუალო ვიზიტისას სპეციალისტი შეაფასებს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და ამის შემდეგ შეარჩევს, ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა