ხმის ცვლილება

კითხვა: გამარჯობა. მეუღლეს ეს ბოლო ხანია ხმა შეეცვალა. თითქოს ჩახლეჩილივით აქვს. აქტიური მწეველია. რისი ბრალი შეიძლება იყოს. უმნიშვნელოდ შეცვლილი აქვს ხმა
პასუხი:

მოგესალმებით!
ხმის დაკარგვის მიზეზი ყველაზე ხშირად მწვავე ლარინგიტის - გაციების, დიდი ოდენობით ცხელი ან ცივი საკვების, წყლის, აირთა ზემოქმედების, კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე მინარევების ჩასუნთქვის შედეგად განვითარებული ხორხის ანთებაა. დროული მკურნალობის შემთხვევაში ხმა რამდენიმე დღეში იბრუნებს ჩვეულებრივ ხმიანობას, ნებაზე მიშვებული მწვავე ლარინგიტი კი ქრონიკულ ფორმაში გადადის.
ხმის შეცვლის მიზეზად შეიძლება იქცეს ზოგიერთი სხვა დაავადებაც, მათ შორის - ქრონიკული სურდო, ადენოიდები, ცხვირის პოლიპები, ცხვირის დანამატ წიაღთა დაავადებანი, ტრაქეაში, ბრონქებსა და ფილტვებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, რომლებიც ასევე მოქმედებს ხმის წარმომქმნელ აპარატზე.
ხმის დაკარგვას არცთუ იშვიათად ნევროზიც იწვევს, ასევე გამომწვევ მიზეზებს შორისაა თქვენს მიერ აღნიშნული თამბაქოც.
დისტანციურად, თუ რამ გამოიწვია თქვენი მეუღლის შემთხვევაში ხმის ცვლილება, ვერ განვსაზღვრავთ, ამიტომ მიზეზის დასადგენად და ყველა მოსალოდნელი გართულების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ მიმართოთ ექიმს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო – ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას, შეკრებს ანამნეზს, დაათვალიერებს, პირის ღრუს და ხორხის ორგანოებს , როგორც ვიზუალურად, ისე ინსტრუმენტულად და დიაგნოზის დასმის შემდეგ, დაუნიშნავს თქვენს მეუღლეს შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა