ხმაური ყურებში

კითხვა: მოგესალმებით მაქვს მარცხენა ყურში ხმაური მტკივა თავი ყურში მაქვს ნერვი დაზიანებული ვიმკურნალე მაგრამ ისევ ისე ვარ, რა რჩევას მომცემთ, მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში ზუსტი დიაგნოსტირება გაგვიჭირდება. თუმცა, როგორც მოგვითხრობთ „ყურში მაქვს ნერვი დაზიანებული ვიმკურნალე მაგრამ ისევ ისე ვარ“, შესაძლოა თავის ტკივილსა და ხმაურს ყურებში, ეს ფაქტორიც განაპირობებდეს.
აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ხოლო თუ გაინტერესებთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტების მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარებისა და მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
გაცნობებთ, რომ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციები ტარდება ყოველ პარასკევს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა