ხერხემლის ტკივილი, გინეკოლოგიური პრობლემები

კითხვა: გამარჯობა მაქვს ხერხემალზე და გინეკოლოგიური პრობმლემები ამასთანავე ძაან ვიმატებ წონაში 88 კილოზე ავედი 65–დან 70–მდის ვმერყეობდი სულ ეხლა კი ყოველ დლე ვიმატებ როგორ მოვიქცე რა გავაკეთო რა დიეტა წონასთან ერთად ხერხემლის ტკივილიც იმატებს.
პასუხი:

მოგესალმებით,

როგორც მოგვითხრობთ, გაწუხებთ გინეკოლოგიურ პრობლემებთან ერთად ხერხემლის ტკივილიც,

გინეკოლოგიური დაავადებებისთვის, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილთან ერთად, დამახასიათებელია წელისა და მენჯის მიდამოს ტკივილიც.

ასეთი დაავადებებია სასქესო ორგანოების დაწევა, გადანაცვლება და გამოვარდნა, ანთებითი პროცესები, სიმსივნეები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და სხვა. ტკივილი, წესისამებრ, მენჯის ღრუს ორგანოთა ჭარბი სისხლმომარაგებისა და ინტოქსიკაციის გამო აღმოცენდება.

ასევე შესაძლებელია, გინეკოლოგიური პრობლემების გამო მიმდინარეობდეს ასეთი სისწრაფით წონაში მატება.

ამიტომ, სასურველია პირველ რიგში დაზუსტდეს  გინეკოლოგიური პათოლოგიები და დაინიშნოს სათანადო სამკურნალო ღონისძიებები გინეკოლოგის მიერ , ხოლო ამის შემდეგ მკურნალობის მიმდინარეობაში ჩაერთოს  ენდოკრინოლოგი და საჭიროების შემთხვევაში  ნევროლოგი.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ აქცია, სრულ გინეკოლოგიურ კვლევაზე, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტის განხორციელება.

თუ საჭირო იქნება მკურნალობაში ნევროლოგის ჩართვაც, აღნიშნულ სპეციალისტთან კონსულტაცია უფასოა და მიმდინარეობს ყოველ პარასკევს.

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა